,,უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაი’’ (ფსალმუნი 95,1')
კვირიე ელისონი ბერძნულად ითქუმის, რომელ ამას ქართულად ,,უფალო წყალობა ყავ”, გინა თუ ,,უფალო შეგვიწყალენ’’.,,საგალობლის სიტყვების თარგმნა თუ შეთხზვა და მისთვის საგანგებო ჰანგების დაწერა XII საუკუნის დამდეგს საქართველოს უკვა ჰყოლია, რომლებიც ჰანგსა თხზავდნენ. ქართული საგალობლის განვითარება დაკავშირებულია ისეთი დიდი მოღვაწე მამების სახელებთან, როგორებიც არიან არსენ იყალთოელი, იოანე ზოსიმე, იოანე მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელები. ქართული საგალობლის გამორჩეული თვისება სამხმიანობაა. ქართველები გალობის ფორმით ვამბობთ: ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი, სამი ჰიპოსტასისაგან შემდგარი. ქართულ მრავალხმიან გალობაში სამი პირი ერთ სათქმელს ამბობს სხვადასხვანაირად, მაგრამ ერთ ნებას და სურვილს გამოხატავს და ამავე დროს თითოეულს თავისი ინდივიდუალური თვისებები არ ეკარგება.
Send me an e-mail